სალომე ზურაბიშვილი : ევროპამ ტერორისტული აქტის წინაშე გაიღვიძა, ერთად უნდა დავდგეთ ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

„ევროპამ ტერორისტული აქტის წინაშე გაიღვიძა. ამ სახის ძალადობა მიუღებელია. ვენა ძლიერია და ძველებურად აღდგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და დავდგეთ ერთად ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ექვს სხვადასხვა ადგილზე გახსნა ცეცხლი, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელი. ასევე, დაშავებულია 17 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს და ამ დროისთვის ერთ თავდამსხმელს ეძებენ. ვენაში სხვადასხვა ობიექტს ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს
შემდეგი სტატიაარ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას – ნიკა მელია