ბადრი ჯაფარიძე : საქართველოს მოქალაქეების ნებას სჭირდება დაცვა, რომელსაც ჩვენ ერთობით განვახორციელებთ

დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 7-მა ოპოზიციურმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ბარიერი გადალახა, უარი თქვეს პარლამენტის მანდატზე, რაც ხელმოწერით დააფიქსირეს.

ხელმომწერებს შორისაა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო”.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ერთიანობა არ დაირღვევა და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნებს დაანიშნინებენ.

“ლელოს” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ერთობლივი განცხადება და ხელმოწერა არის ბრძოლის ნაწილი ხალხის ხმების დასაცავად.

“ჩვენ დავიცავთ ჩვენი მხარდამჭერების და ჩვენი მოსახლეობის ხმებს და ეს ხელმოწერაც არის ამ ბრძოლის ნაწილი. არჩევნები რომ გაყალბდა, ამაზე ორი აზრი არ არის. ჩვენ მივიღეთ სრულიად დამახინჯებული არჩევნები, რაც არ ასახავს ჩვენი მოსახლეობის ნებას და არ შეიძლება, ისეთი პარლამენტი იყოს ლეგიტიმური, რომელიც არ შეესაბამება მოსახლეობის ნებას. დღეს ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ის, რაც სიტყვიერად ითქვა,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიარ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაპირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში