“არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი” – სააპელაციო სააკაშვილის საქმეზე

თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ადვოკატების შუამდგომლობა სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებაზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი:

“2023 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება.”- ნათქვამია სააპელაციოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოლოვიოვი ბერლინის ასაღებად მიდის (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი პროცესი განიხილეს