აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია-პერფორმანსს მოძრაობა “სირცხვილიას”, “გაბედესა” და “შეცვალეს” წევრები მართავენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლებიც.

აქციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბანერები აქვთ მიტანილი. “ვაჟა, გადმოდი მანქანიდან”, “მოძალადესთან ნუ ГАИგივდები” – მიმართავენ ისინი საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს.

როგორც აქტივისტები ამბობენ, მათი მიზანია, გააპროტესტონ პოლიციელთა უკანონო ქმედებები და უმოქმედობა მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას უზღუდავენ.

“ძალიან სამწუხარო და, იმედი მაქვს, დროებითი ტენდენციაა, რომ პოლიცია გადგა გვერდზე და აღარ იცავს დემონსტრანტებს, აღარ იცავს მათ კონსტიტუციურ უფლებას, შეიკრიბონ და გააპროტესტონ. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდით, როგორ რეაგირებდა და დღემდე არავინ არის დაკავებული”,-თქვა მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელიზაბეთ რუდი – აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით
შემდეგი სტატიასასამართლომ ცოლის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა