აქციის მონაწილეებმა პირველ რიგში ის უნდა გააპროტესტონ , რომ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულები ციხეში რჩებიან

მესამე ზამთარი მოდის, რაც მე აქ ვდგავარ. ჩემი თხოვნა იქნება ნურავის შეეშინდება ზამთრის და სიცივის, – ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას აპროტესტებენ.

მაჩალიკაშვილის თქმით, აქციის მონაწილეებმა პირველ რიგში უნდა გააპროტესტონ ის, რომ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულები ციხეში რჩებიან.

„მართალია ზამთარი მოდის, ცივა. მე რაც აქ ვდგავარ, მესამე ზამთარი მოდის. ჩემი თხოვნა იქნება ნურავის შეეშინდება ზამთრის და სიცივის. ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ რა ხელისუფლება გვყავს და ვის ხელში ვართ. პირდაპირ გვახრჩობს მახრჩობელა და პირდაპირ ვართ მახრჩობელას ხელში. ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და ხალხზე ზემოქმედება ჰქონდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ.

ქვეყანაში მეომარი უნდა დაფასდეს, მნიშვნელობა არ აქვს ის ტყვიამფრქვევის წინაშე დგას, თუ თავისი ხალხისა და ქვეყნის გულისთვის აქ იდგება. ჩვენ მაშინ შეცდომა იქ დავუშვით 20 ივნისს დაჭერილი ბიჭები, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც აქ გამოვიდა გავრილოვის ღამეს ამ ქვეყნის და ხალხის, სიმართლის გამო, დღეს ციხეში ზის. ჩვენ პირველ რიგში ეს უნდა გავაპროტესტოთ, ესაა მისახედი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი წერეთელი : მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ
შემდეგი სტატია“ქათამს რომ თავს წააჭრი და ფართხალობს სიკვდილამდე, ისეა ახლა ეს ხელისუფლება” – გოგი წულაია