“მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია”

ჩემთვის ახლა ამათი ყიყინი არაფერს ნიშნავს, საკმაოდ გასქელებული მაქვს კანი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს სააკაშვილი არ მოსწონს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს შეშაპარია ბიძინა ივანიშვილი.

„ის ხალხი მეძახის უპრინციპოს, რომელიც, როცა მე ჯალალედინს ვეძახდი სააკაშვილს, მაშინ სააკაშვილის მხარეს იყოს. მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია. ენები დაიმოკლონ და ღირსებაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. უღირსობა რატომ იქნებოდა იცით? მე რომ დამალულად მივსულიყავი. მე ღიად განვაცხადე. ძვირფასო ნაძირლებო, ტროლებო, იქნებ დაუკვირდეთ, როდესაც ასეთი დაპირისპირების შემდეგ ადამიანები მოახერხებენ დასხდებიან სასაუბროდ, ეს უპრინციპობას კი არა, პრინციპულობას ნიშნავს. „არ გვინდა მიშა და არ გვინდა ბიძინა“, ეს არის პირდაპირ ბიძინას დატოვების ნარატივი. წამყვანი ოპოზიციური პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მომხრეები უფრო მეტნი არიან დღეს, ვიდრე ყველა პარტია ერთად აღებული. დარბევაზე საუბრის დროს „ქართული ოცნების“ მომხრეებმა 20 ივნისის მერე ენები დაიმოკლეთ. როცა გავრილოვი გეჯდათ ზვიად გამსახურდიას სავარძელში, ენები დაიმოკლეთ. თუ ვინმეს სააკაშვილი არ მოგწონთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ შეშაპარია ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ახლა ამათი ყიყინი არაფერს ნიშნავს, საკმაოდ გასქელებული მაქვს კანი“, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“აქციაზე არის ხალხის ნაკლებობა, რადგან ადამიანებისთვის სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა