ზუგდიდის პოლიციის შენობასთან ზესტაფონელი სამი ახალგზრდის ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის პოლიციის შენობასთან ზესტაფონელი სამი ახალგზრდის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და ცენტრალური გზა გადაკეტეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკარგული ადამინების გაუჩინარება უკავშირდება რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ მსგავს შემთხვევას წარსულშიც ჰქონდა ადგილი, ისინი ზუგდიდის რაიონის, სოფელ ცაიშის მკვიდრების მიერ გაურკვეველი მოტივით ყოფილან გატაცებულნი, გამტაცებლები კი რამდენიმე თვის წინ ამნისტიით გაუთავისუფლებიათ პატიმრობიდან.

დაკარგული ახალგაზრდების ოჯახს სამართალდამცავმა უწყებამ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საკუთარი სახსრებით დაიწყეს ახალგაზრედების ძებნა, რის შემდეგაც მათ მხოლოდ წყალში ჩაგდებული მობილური ტელეფონები და ავტო მანქანა აღმოაჩინეს სოფელ ურთას მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციი ერთ-ერთი მონაწილე ლელა ჩუბინიძე აცხადებს, რომ სამი წლის წინ მისი მეულე ამ მეთოდით დააყაჩაღეს. მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო საქონლის საყიდლად რის შედეგად 3000 ათასი ლარი წაართვეს. დამნაშავეთა ჯგუფის წევრები დააკავეს, მაგრამ მას აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები გათავისუფლებულნი არიან.

“ჩვენი სახლი ორი წლის წინ დაცხრილეს ვეჭვობთ, რომ ეს განხორციელდა შურისძიების მიზნით. ვიდგებით აქ მანამ სანამ არ გავიგებტ კონკრეტულ პასუხს”,- განაცხადა ლელა ჩუბინიძემ. 
banner
წინა სტატიაშისოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთის წინ ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა