აქცია-მსვლელობა პარლამენტთან – „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

აქცია-მსვლელობა პარლამენტთან – „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

როდესაც აქცია-მსვლელობის დროს, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მედიას და უზენაესი სასამართლოს წევრებს მიმართავდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი მას ძველ საქმეებთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა.

მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მას სთხოვეს, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით სხვა დროს ესაუბრა შავგულიძესთან, ჟურნალისტი ძალიან გაღიზიანდა. ვითარების განმუხტვის მიზნით სამართალდამცავებმა ჟურნალისტი და მოქალაქეც, რომელიც ცდილობდა სხვა საქმეებთან დაკავშირებით შავგულიძისგან პასუხი მიეღო, საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

„ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე, მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელების და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია უზენაეს სასამართლოსთან დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადმოინაცვლეს.

პარლამენტთან დიდი რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტების ნაწილს სურს, რომ პარლამენტში შევიდეს და ირაკლი კობახიძეს თავიანთი პოზიცია გააცნოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა იმართება
შემდეგი სტატია,,ცუდი იყო უსამართლობა იმდროინდელი ხელისუფლების პირობებში, ცუდია ახლაც”-შალვა შავგულიძე