აქცია მერიასთან : ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრით დაზარალებულთა პროტესტი

საპროტესტო აქციებს აგრძელებენ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები.
ისინი მერიისგან კარვების გაშლას ითხოვდნენ, თუმცა სამუშაო საათების დასრულების მოტივით, მერიის მისაღებში შუქი ჩააქრეს. ფაქტს პროტესტი მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და მათი ნაწილი მერიის მისაღებში, ნაწილი კი შენობის გარეთ რჩება.

აქციის მონაწილეები დაზარალებულის სტატუსს და ხელისუფლებისგან ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიკომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესის მოსამართლეებს პრეზიდენტი ვეღარ წარადგენს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა