სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი ასევე, შეეხებოდა გასულ კვირას, სოფიო ქაცარავას ხელმღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებულ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ბუნდესტაგსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეხვედრები წარმატებით ჩატარდა.

მხარეებმა, ისაუბრეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც აპრილის თვეში ბერლინსა და თბილისშია დაგეგმილი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა გერმანელ დიპლომატს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორმხრივი, მრავალმხრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

banner
წინა სტატიაშიაქცია მერიასთან : ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრით დაზარალებულთა პროტესტი
შემდეგი სტატიაvideo გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს