აქცია გამართეს უვადო პატიმრობამისჯილი პირების ოჯახის წევრებმა

უვადო პატიმრობამისჯილი პირების ოჯახის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ისინი იმ კანონის გადახედვას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც პატიმრებს სასჯელი ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდათ, თუმცა კანონი უვადო პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულებზე არ ვრცელდება. აქციის მონაწილეები კანონის დისკრიმინაციაზე საუბრობენ. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები საქმეების ხელახალ გადახედვასაც ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ მე-8 და მე-6 დაწესებულებაში პატიმრები უკვე 20 დღეა შიმშილობენ.

 

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „აიპლუსის“ მაღაზიების ქსელში შევიდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: არც შანშან, არც წელს არც ერთი თეთრი პრემია არ მიმიღია