თეა წულუკიანი: არც შანშან, არც წელს არც ერთი თეთრი პრემია არ მიმიღია

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური თეა წულუკიანის გადადგომას არ ადასტურებს

არც შანშან, არც წელს არც ერთი თეთრი პრემია არ მიმიღია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, თუ თანამშრომლებს კარგი ხელფასები აქვთ, ეს სასიხარულოა.

„რაც შეეხება ჩემს თანამშრომლებს, მე სისტემაში 5600 თანამშრომელი მყავს, თუ არ ჩავთვლით პროკურატურას. თუ მათ აქვთ კარგი ხელფასი, ეს მხოლოდ მიხარია, რადგან მათზე დგას სახელმწიფო, მათზე დგას სისტემა. ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელ პირობებში ისინი ხშირად მხოლოდ ერთნი არიან ოჯახში სამსახურის მქონენი, არჩენენ შვილებს, არჩენენ მეუღლეებს და ჩვენს ხანდაზმულ თაობას. ამიტომ მე მათ ნაცვლად მიხარია, თუკი ისინი უზრუნველყოფილი არიან“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიაქცია გამართეს უვადო პატიმრობამისჯილი პირების ოჯახის წევრებმა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალი ოფისი გახსნა