აქ ჩანს მათი დამოკიდებულება უდანაშაულო ადამიანების მიმართ – დეკანოზ მამალაძის ძმა საპატრიარქოს პასუხობს

დეკანოზის შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პასუხს, მამა გიორგი მამალაძის ძმა ეხმაურება.

დღევანდელ განცხადებაში, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მსჯავრდებული დეკანოზის ოჯხას მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ მამალაძის ოჯახი, შანტაჟის ენით საუბრობს.

თორნიკე მამალაძე ნადრია ჯაღმაიძის საპასუხოდ განმარტავს, იმ მიზეზებს, რის გამოც საპატრიარქოსთან კარვების აქცია მიმდინარეობს. თორნიკე მამალაძის თქმით, უკვე ორი წელია, საპატრიარქოსთან კომუნიკაციას ცდილობენ, თუმცა, უშედეგოდ.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, რომ დეკანოზი და მისი ოჯახი შანტაჟის ენით საუბრობს, ამ ბრალდებას თორნიკე მამალაძე არ იზიარებს.

„რაც შეეხება შანტაჟის ენას და კარვის გახსნას, ორი წელია ველოდებოდით და ვცდილობდით საპატრიარქოსთან კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ არ მოხერხდა, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. უშუამდგომლობენ თუ არ უშუამდგომლებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და როგორც დღეს თქვეს, რომ არ უშუამდგომლობენ, აქ ჩანს მათი დამოკიდებულება უდანაშაულო ადამიანების მიმართ. მით უმეტეს, რომ აღიარებენ თვითონაც ჩვენთან საუბარში, რომ ის უდანაშაულოა და ეს მიანიშნებს მათ ქრისტიანობაზე,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახის საპასუხო განცხადება საპატრიარქოში დღეს გაკეთდა. საუბარი დღევანდელ ბრიფინგზე სასულიერო პირის იმ წერილებს შეეხო, სადაც მამალაძე ეკლესიაში არსებულვითარებაზე საუბრობს. საპატრიარქო მამალაძეს ჟანტაჟის მცდელობაში, სწორედ ამ წერილების გამო ადანაშაულებს და მისი გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება შეწყალებას, მამა ანდრიას თქმით, დეკანოზ ოჯახის წევრების მოთხოვნა, რომ პატრიარქმა პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იშუამდგომლოს, არალოგიკურია და ეჭვებს ბადებს. ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საპატრიარქო იმ პატიმრების შეწყალებაზე შუამდგომლობს, რომლებიც შენდობას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე – ოპოზიცია კომიტეტის ჩაშლილ სხდომას ეხმაურება
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე რამდენიმე დღეში განაცხადებს, რჩება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში