აფრიკაში თეთრკანიანებს კანონის ძალით ჩამოართმევენ მიწებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას უფლება აქვს თეთრკანიანი ფერმერების წინააღმდეგ ექსპროპრიაცია განახორციელონ. კანონი თეთრკანიანებს აიძულებს მათი სურვილის წინააღმდეგ მიწები შავკანიან მოსახლეობას გადასცენ.
ახლა, როცა ორი ათეული წელი გავიდა აპართეიდის რეჟიმიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრებს ძველებურად მიწის დიდი ნაწილი ეკუთვნით.
ექსპროპრიაცია თეთრკანიანებისათვის მიწის საფასურის გადახდას ითვალისწინებს.
კანონის წინააღმდეგ უკვე გამოვიდა ოპოზიციური პარტია. კანონს რამდენიმე კვირაში, ან თვეში ხელს ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს, რომლის შემდეგაც ის ძალაში შევა.

1913 წლის მიწის კანონის მიხედვით, შავკანიან მოსახლეობას მიწის 13% ეკუთვნოდა. აპართეითიდან 22 წლის შემდეგ შავკანიანებს მიწის 10% დაუბრუნდათ.
მეზობელ ზიმბაბვეში იგივე კანონმა სისხლიანი შეტაკებები გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ხიროსიმა მოინახულა
შემდეგი სტატიადამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა