აფხაზეთში შს სამინისტროს და სხვა უწყებების შენობებზე დაცვა გააძლიერეს

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

1018972759ფხაზეთში გაძლიერებულია შს სამინისტროსა და სხვა შენობების დაცვა -წერს რუსული მედია.
გადაწყვეტილება სოხუმში დაწყებული არეულობების გამო მიიღო დე-ფაქტო მთავრობამ – ამის შესახებ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის აბიტოვნმა განაცხადა და დაამატა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.
“სამართალდამცველები საკურორტო სეზონისთვის გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, ამიტომ არც ადგილობრივებს და არც სტუმრებს, შეშფოთების მიზეზი არა აქვთ” – განაცხადა აბიტოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში აფხაზეთის ოპოზიცია ინტენსიურ დემონსტრაციებს აწყობდა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ორი დღის წინ მათ მოლოტოვის კოქტეილებიც ესროლეს დე-ფაქტო პარლამენტის შენობას.
საპროტესტო აქცია გაზრდილი კრიმინოგენული მდგომარეობის გამო მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-უბედური შემთხვევა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე კვლავ განათლების სამინისტროში ბრუნდება