“აფხაზეთში შეიარაღებული გადატრიალება მზადდება,,

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების უშიშროების სამსახურის (СГБ) საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ,,ოპოზიციური ძალები აპირებენ 15 დეკემბერს შეიარაღებული გზით ჩაიგდონ ხელისუფლება,,.
უშიშროების სამსახურის განცხადებით, ,,ქვეყანაში არსებული რადიკალურად განწყობილი ელემენტები, შეიარაღებული გზით აპირებენ ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენებას. მათ მიერ იქმნება საბრძოლო ჯგუფები, რომლებმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმი უნდა მოაწყონ. ამაზე მიუთითებს ამ დღეებში სოხუმში სამალავებიდან ამოღებული საბრძოლო იარაღიც,, აცხადებენ აფხაზურ უშიშროებაში.
აფხაზური ოპოზიცია, 15 დეკემბერს დანიშნული დიდ სახალხო შეკრების წინა დღეებში უშიშროების კომიტეტის მსგავს განცხადებას განიხილავს, როგორც მცდელობას დააშინონ ხალხი, რომ ისინი მიტინგზე არ გამოცხადნენ… ,,მოგვაწოდეთ დამამტკიცებელი საბუთები და იმ პირთა სია, ვინც სამხედრო აჯანყებას გეგმავს და ჩვენ თვითონ მოგიყვანთ მათ განყოფილებაში,, აცხადებენ ოპოზიციური ლიდერები უშიშროების სამსახურების საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ვიწრო შარვლების ჩაცმა აუკრძალა
შემდეგი სტატიარუსეთმა ალეპოზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა