აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, გუდაუთაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ადგილობრივი და რუსეთის მთავრობა რუს ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“რუსტურიზმი თავის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში ისვენებენ, მოუწოდებს პანიკას არ აყვნენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ფრთხილად იყვნენ” – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ რომ გუდაუთაში, დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საწყობი აფეთქდა, სადაც საომარი იარაღები ინახებოდა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში მიმავალი ,,თურქიში,, საეჭვო ნივთის გამო უკან სტამბულში მოფრინავს
შემდეგი სტატიაკიევში ქართული წარმოშობის რუსი კანონიერი ქურდი დააკავეს