აფხაზეთში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზატორი დააკავეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლებმა ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზატორი დააკავეს . მას 37,385 გრამი “მეტადონი” აღმოუჩინეს, რაც დაახლოებით ათასი დოზაა – უწყება “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მამაკაცი Telegram-ის მობილური აპლიკაციით ავრცელებდა მას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის პარლამენტმა მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნარკოდილერების სიკვდილით დასჯას გულისხმობს. გარდა ამისა, ახალი კანონით, შედარებით მცირე დოზებით ნარკოტიკებით მოვაჭრეებისთვის, ასევე, გათვალისწინებულია სამუდამო პატიმრობა. მუხლი ეხებათ პირებს, რომლებიც დე-ფაქტო რესპუბლიკიდან გაიტანენ ან შემოიტანენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებებს.

კანონპროექტის ინიციატორი იყო დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატი დმიტრი დბარი.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი იყო შემოღებული.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთში სამართალდამცველები ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიასამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა