აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა გაეროს ბავშვთა ფონდს სტუმრობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ჰასან ხალილს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გაიმართა.
განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში ბავშვთა უფლებების დარღვევის, ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვისა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის საკითხებზე გამახვილდა.
წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მართლდება პროგნოზი ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლების თანდათანობითი შეზღუდვისა და ზოგადად ქართული ენის მიზანმიმართული გამოდევნის თაობაზე. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს საერთაშორისო პლატფორმებზე არ ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების სფეროში შექმნილი ვითარების სათანადო ასახვა.
ჰასან ხალილმა გაიზიარა სტუმართა შეშფოთების მიზეზები და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მონაწილე ამ პროვოკაციების დაგეგმვის და განხორციელებისას
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისთან 12 აქტივისტი დააკავეს-ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტი