აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლულ გიგლა ოთხოზორიას ქუთაისში გადაასვენებენ

natoაფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლულ გიგლა ოთხოზორიას ქუთაისში გადაასვენებენ.ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები პირად საუბრებში ადასტურებენ.მათივე თქმით, შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან, სოფელ ნაბაკევსა და ხურჩას შორის მოხდა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, გიგლა ოთხოზორია ცდილობდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე პროდუქტები გაეგზავნა და სწორედ ამ დროს მოუვიდა შელაპარაკება რუს მესაზღვრეებთან.მათივე ინფორმაციით, გიგლა ოთხოზორიას სამჯერ ესროლეს, ორი ტყვია კი მუცლის არეში აქვს მოხვედრილი.

 

banner
წინა სტატიაშიეგვიპტური ა320-ის ვარდნის ადგილზე ნამსხვრევები იპოვეს
შემდეგი სტატიაავღანელმა პოლიციელმა 8 თანამშრომელი მოკლა და “თალიბანს” შეუერთდა