აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.კრემლის ღია აგრესია 29 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთიდან დაიწყო!

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონები დაშლილი ჰყავდა.
მიუხედავად ამისა 16 სექტემბერს სოხუმისათვის ბრძოლა 27 სექტემბერს დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 1993 წლის შემოდგომაზე განვითარებულ პროცესებს წინ უძღოდა 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზური შენაერთების მიერ გაგრის აღება. სწორედ გაგრის ზონის დაკარგვით შეძლო აფხაზურმა მხარემ რუსეთთან საზღვრის დაკავებით ქართულ მხარეზე უპირატესობის მოპოვება.

ქედს ვიხრით სამშობლოსათვის დაღუპულთა წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ერთიანობისათვის შეწირულ ვაჟკაცთა ოჯახებს, შვილდაღუპულ მშობლებს, ქვრივებს, ობლებს.
გვწამს, რომ სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, რომელსაც სახლში ღირსეული დაბრუნება ჰქვია!

 

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ისტორიული სამართლიანობა აღდგება, მშვიდობის გზით აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს
შემდეგი სტატიაგორში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ შეწყვეტილა