აფხაზეთის მკვიდრმა 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა

აფხაზეთის მკვიდრმა 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა

33რუსეთის სასამართლომ ქალაქ ტოლიატში, 4 წლის ბავშვის სიკვდილის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ბავშვის დედის მეგობარ მამაკაცს, რომელიც აფხაზეთიდან არის, ბრალი ბავშვისადმი სასტიკ დამოკიდებულებასა და ცემაში ედება, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
აფხაზეთის მკვიდრი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვმა თავი ტახტს მიარტყა, თუმცა, მისი ვერსია ექსპერტებმა უარყვეს.
ბრალი წაუყენეს ასევე ბავშვის დედას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბავშვის დედა მას ყურადღებას არ აქცევდა და ბავშვზე ხშირად ძალადობდა.
აფხაზეთის მკვიდრს, რომლის სახელი და გვარი არ სახელდება, 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონია მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიმექა ხანგოშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩატაევს არანაირი შეხება ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ აქვს
შემდეგი სტატიათურქულმა მედიამ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დაასახელა