აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის პრეს-სამსახური “სპუტნიკ-აფხაზეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვას უკავშირდება, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცემამ 3 ოქტომბერს გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, როცა დაწერა, რომ სოხუმში პირველ ოქტომბერს აფხაზი და რუსი დეპუტატების შეხვედრაზე უძრავი ქონებისა და მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება მიიღეს. დე-ფაქტო უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის კონსტიტუციის 83-ე მუხლის მიხედვით, მიწა არ შეიძლება ყიდვა-გაყიდვის საგანი გახდეს. გარდა ამისა, აფხაზეთის პარლამენტში მსგავსი თემა არ განხილულა – ადგილობრივი მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე-31%, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%- edison research-ის კვლევა
შემდეგი სტატიათურქეთი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკას ჩაატარებს