აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„26 მაისი საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის დღეა, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.
ჩვენი ქვეყნის საზოგადოების სულიერმა და მორალურმა სიძლიერემ განაპირობა, რომ ქვეყანას არ მოკლებია თავისუფლებისთვის მებრძოლი პიროვნებები.
დღევანდელი დღეც, ყოველ ჩვენთაგანს გვავალდებულებს გავითავისოთ ქვეყნის, ერის და მომავალი თაობების წინაშე არსებული ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვინაიდან დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს.
მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღინიშნება
შემდეგი სტატიამიხეილ ჩხენკელი : თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!