აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ – ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.
სხდომაზე იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა მთავრობის წევრებს იუსტიციის დეპარტამენტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
2018 წელს ძირითადი საქმიანობა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდებოდა:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის განვითარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა, დევნილთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.
სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტებზე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი შეფასების მომზადებას, ცენტრალურ უწყებებთან მეტი თანამშრომლობისა და დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიედიშერ თოლორაიამ მაია ცქიტიშვილს კომბინატის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობისთვის გათბობის სისტემის დამონტაჟების თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატია“კუპრავას სახლში პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა ბრალის წარდგენის შეტყობინების მიზნით”- შსს