ედიშერ თოლორაიამ მაია ცქიტიშვილს კომბინატის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობისთვის გათბობის სისტემის დამონტაჟების თხოვნით მიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ, ვიცე-პრემიერის/რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, პარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში – კომბინატის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობისთვის გათბობის სისტემის დამონტაჟების თხოვნით მიმართა:
„მინდა თხოვნით მოგმართოთ ზუგდიდის სახელით, ჩემი გამგებკომბლობის პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდში, კომბინატის ტერიტორიაზე არსებულ კულტურისა და ხელოვნების ცენტრს და მის 600 კაციან დარბაზს. ამ შენობაში, ახალგაზრდებს უწევთ ყოველდღიურად ყოფნა, მაგრამ არასაკმარისი დაფინნსების გამო ვერ მოხერხდა დარბაზის გათბობის სისტების დამონტაჟება, რომლის პროექტირებაც დასრულებულია, პროექტის ღირებულება შეადგენს 300 ათას ლარს. ეს დარბაზი არამხოლოდ ზუგდიდს, არამედ სრულიად რეგიონის ღონისძიებებს ემსახურება. უმორჩილესად გთხოვთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ეს არის არამარტო ჩემი, არამედ ზუგდიდელების თხოვნა“ – აღნიშნა გამოსვლაში ედიშერ თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაში,,ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში…გადაგაყოლებთ ამ საქმეს!”-ზვიად კურპარავა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა