გია ვოლსკი-თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 17:40

გია ვოლსკი-თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება

თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქეც შეიძლება დაიკითხოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას.

„თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი.

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 17:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics