აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“-მონაკოს თამაში გადაიდო

დორტმუნდის “ბორუსიამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “მონაკოსთან” შეხვედრა დაგეგმილი დროის ნაცვლად 12 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “ბორუსიის” ავტობუსთან, რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც დორტმუნდის გუნდის დაცვა მარკ ბარტრა დაშავდა. როგორც გერმანული მედია ავრცელებს, ბარტრა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, არ ვრცელდება. “ბორუსიის” ავტობუსი ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიდიოდა “მონაკოსთან”.

banner
წინა სტატიაშიპუტინი სირიის მოვლენებზე: „მოსაწყენია, გოგოებო!“
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს უპასუხა