ანტიტერორისტული დანაყოფები ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ და დაასწრეს ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები – არჩილ თალაკვაძე

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული რუსლან ალდამოვის სკანდალურ განცხადებაზე განმარტებები უმრავლესობაში გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრები კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდებიან.

რუსლან ალდამოვის უფლებადამცველი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ალდამოვის თქმით, სპეცრაზმმა შეცდომით მის ნაცვლად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომავლო ტერორისტული ქმედებები აღკვეთეს.

„აღმოჩენილია სამალავები, აღმოჩენილია და გაშიფრულია სატელეფონო კომუნიკაცია, კომპიუტერული მონაცემები გაშიფრულია და ეს ყველაფერი კომპლექსურად ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი ანტიტერორისტული დანაყოფები ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ და მათ დაასწრეს ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული რუსლან ალდამოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათი საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ოპოზიციას მოუწოდებს, თბილისის გენგეგმის განხილვებში ჩაერთოს
შემდეგი სტატიაიულია ტიმოშენკომ და უკრაინის პარლამენტის 9 დეპუტატმა მზადყოფნა გამოთქვეს, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ