ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობა არის პრიორიტეტი – ლაშა ბერულავა 14 ივლისს დაგეგმილ აქციაზე

რადიოკომპანია “აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, 14 ივლისს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ე.წ. “ქართველთა მარშთან” უბრალო დამთხვევა მოხდა. თუმცა აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი ანტისაოკუპაციო აქცია უნდა იყოს.

„ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობა არის პრიორიტეტი და არა გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ე.წ. ეროვნული მარშის გამართვა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ისინი აანონსებენ,“ – განაცხადა ლაშა ბერულავამ.

მან მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ ერთიანობის ჩვენება უმნიშვნელოვანესია, რადგან რუსეთს სწორედ ერთიანობის ეშინია.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ აქციაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ, როგორც რუსმა ოკუპანტებმა, ასევე დანარჩენმა მსოფლიომ დაინახონ, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს სტკივა ოკუპაცია,“ – განაცხადა ლაშა ბერულავამ.

ლაშა ბერულავა ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ აქციით საქართველოს მთავრობას სწორედ ანტისაოკუპაციო მოქმედებების გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

 

banner
წინა სტატიაშიარინა თავაქარაშვილი: ყველას გვაკვირვებს ხელისუფლების მდუმარება
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ახლა აღმაშენებლის გამზირი გამოვიარე და თავი ღაზას სექტორში მეგონა