ანტიკორუფციული სამიტის მონაწილეებს დევიდ ქემერონმა სადილზე უმასპინძლა

ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს, სადილზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სამიტში 40-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი, დიდი ბრიტანეთის დროით, 10:00 საათზე იხსნება. სამიტის ერთ-ერთ თემატურ სესიაზე, სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშილოდონში ანტიკორუფციული სამიტი იწყება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “ნუ ატლიკინებ ენას, გადი აქედან ჩიორა დროზე, სანამ ჩიორა ხარ, მართლა“