ანტიევროპულს არაფერს არ ვაკეთებთ – დავითულიანი

უმრავლესობის წარმომადგენელი, ბექა დავითულიანი განმარტავს, რომ ევროპელი ლიდერების კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან მისი თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ვერცერთი არგუმენტი წარმოადგინა, რომელიც კანონპროექტის არაევროპულობას დაამტკიცებდა.

“კონსტიტუციის ჩანაწერს არ ვარღვევთ, რადგან ანტიევროპულს არაფერს არ ვაკეთებთ. ვერც ერთმა იმ ადამიანმა, ვინც აკრიტიკებს ამ კანონს, ვერ დაასახელა, რა არის აქ ისეთი, რაც არ არის თავსებადი ევროპასთან. ყოველთვის, როდესაც ტაქტიკურად გადავდგით ნაბიჯი, რომელზეც შეიძლება, ჩვენი ზოგიერთი მეგობრის მხრიდან მოდიოდა კრიტიკა, აღმოჩნდა, რომ ამით ჩვენმა ქვეყანამ მოიგო და კი არ დაშორდა, არამედ დაუახლოვდა ევროპას”, – ამბობს დავითულიანი.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურi საგამოძიებო სამსახურის უფროსს აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე ინფორმაციას სთხოვენ
შემდეგი სტატიანუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ – კორძაია