ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნა – ოხანაშვილი ვასაძის მხარდამჭერებს პასუხობს

ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნა – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნას პასუხობს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, შესაძლოა საზოგადოებაში ამ კანონთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციები არსებობს, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერ ჯგუფის დაცვა, რომ ისინი კონკრეტული პირების მსხვერპლნი არ გახდნენ ყველას მოვალეობაა. ოხანაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მზად არიან სასაუბროდ, თუმცა კანონის გაუქმების მოთხოვნას არასწორად მიიჩნევს.

“ერთის მხრივ მესმის გარკვეული ადამიანების პოზიციები, თუკი მათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ განსხვავებული პოზიცია. თუმცა, ჩვენი ყველას ამოცანაა დავიცვათ ნებისმიერი ჯგუფი იმისგან, რომ არ გახდნენ მსხვერპლი კონკრეტული პირების ქმედებებისა. შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე საკითხის განხილვა სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა ამ ფორმით საუბარი, რომ რაღაც კანონი უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ შეუწყობს ხელს დიალოგს და არ შეუწყობს ნებისმიერ საკითხზე სხვა ადამიანებთან მსჯელობას ხელს. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს სურს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და დიალოგი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

“ნებისმიერ კანონი უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. ამასთანავე, უნდა პასუხობდეს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს. ამიტომ, რაიმე ფორსირებულად, დაჩქარებულად რაიმე კანონის მიღება არასოდეს არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა და ეს ჩემთვის არია ცნობილი, არჩილ თალაკვაძე ყოველთვის მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, თუ მათ სურთ შეხვედრა და დისკუსია მასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან, მე არ მგონია რაიმე პრობლემა არსებობდეს შესაბამის საკითხებზე მსჯელობისთვის.

“თუმცა, არა იმ ფორმით, რომ ულტიმატუმის ენით, კანონის მიღებასა ან გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ ფორმით, ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს არცერთი საკითხის შემდგომ მსვლელობას. თუმცა, კიდევ ერთხელ, არჩილ თალაკვაძე არ მგონია რამე პრობლემას ხედავდეს ვინმესთან შეხვედრაში. შესაბამისად, ეს საკითხი არის კონკრეტულად მისი გადასაწყვეტი და ამასთან დაკავშირებით, ის თვითონაც გასცემს ამაზე მედიას პასუხს,”-განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მამუკა ხაზარაძე რასაც იწყებს, ყოველთვის შედეგიანია, მას ყველაფერზე ნაფიქრი აქვს“
შემდეგი სტატიაფადი ასლი : სულ ახლახანს მივწერე მამუკა ხაზარაძეს და ვუთხარი, რომ მხარს ვუჭერ – დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ, ჩვენ გვჭირდება ალტერნატივა