,, ანტიდემპინგური კანონი არ არის იმისთვის, რომ ებრძოლოს იმპორტს ან ან უპირობოდ დაიცვას ადგილობრივი წარმოება”

ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ანტიდემპინგური კანონი არ არის პანაცეა, ეს არ არის იმისთვის, რომ ებრძოლოს იმპორტს, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვა უნდა გაიმართოს. ”ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. პირადად მიმაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება საჯარო მსჯელობა, საჯარო განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ანტიდემპინგური კანონი შემუშავებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების ფარგლებში. თუმცა, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს კანონი არ არის პანაცეა, ეს არ არის იმისთვის, რომ ებრძოლოს იმპორტს ან უპირობოდ დაიცვას ადგილობრივი წარმოება. ამ კანონმა ქვეყანა უნდა დაიცვას მხოლოდ დემპინგის შემთხვევაში, დემპინგს კი დამტკიცება და დადასტურება სჭირდება“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტით მიემგზავრება
შემდეგი სტატიამშობლებისთვის აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაცია შეიქმნა