“ანრი ოხანაშვილს ვუთხარი, ქვეყნის მოღალატე ხარ-მეთქი”-ვახტანგ რობაქიძე

“ანრი ოხანაშვილს მივმართე გუშინ, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე, ამის გამო დარეკა პოლიციაში,” – ეს განცხადება ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ გააკეთა. ამასთან, ბრალდებული მუქარას უარყოფს.

“დღეს დამაკავეს და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სხვა არაფერი. ვიცნობდი. ვერ აიტანა ის, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-მეთქი. რაც რეალურია, ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს,” – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. “ქართული ოცნების” წევრის თქმით, მისთვის უცნობი მამაკაცი მასთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოხანაშვილის თქმითვე, მუქარა მისი შვილების მიმართაც იყო.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე-ხელისუფლებას აქვს სურვილი, უბრალოდ კონფლიქტში არ შედიან საპატრიარქოსთან, ვინაიდან საარჩევნო წელია
შემდეგი სტატიატოჩინოშინმა ტოკიოში მეორე გამარჯვება მოიპოვა