ანრი ოხანაშვილი – გუნდში განახლება მოსალოდნელია, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში განახლება მოსალოდნელია, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებს.

,,გუნდში განახლება მოსალოდნელია და ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით, როგორც ეს ანონსდება. პარტიული განვითარება აქტუალურია და დღის წესრიგში დგას“, – აცხადებს ოხანაშვილი.

დეპუტატი პარტიის განვითარების მიზნით ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

,,ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური მდივანი, ძალიან საინტერესო ფუნქციებით არის აღჭურვილი. მას შეუძლია და აქვს ამის რესურსი, რომ პარტიული განვითარებისთვის იმუშაოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან წაადგება პარტიის განვითარებას“, – აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის შეხვედრაზე პარტიის ეფექტურობაზე და განვითარებაზე იყო მსჯელობა და სხვა საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიმინისტრების გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ოპონენტებს სურთ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს გუნდში სეროზული პრობლემებია
შემდეგი სტატიამამუკა მუმლაძე – ტაქსის მძღოლები შეთანხმებას არღვევენ, ორთაჭალის ავტოსადგურს საერთაშორისო რეისებისთვის იყენებენ