ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს უფროს მრჩეველს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს უფროსს მრჩეველთან მართლმსაჯულების დარგში პატრიცია ვილდერმუტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საუბარი შედგა კომიტეტი საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებზე და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„სტუმარი დაინტერესდა კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებით, განსაკუთრებით ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიც არის სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა და მართლმსაჯულების მიმართულებით ცვლილებები. ჩვენ გავაცანით ის უახლოესი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ვითანამშრომლებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის, თბილისთან ერთად, ქუთაისსა და ახალციხეში ალტერნატიული ადგილები შესთავაზა – თსუ
შემდეგი სტატიავლადიმერ ბოჟაძე: „ „ქართული ოცნება“ 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებს სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა“