ანკარამ ტერაქტთან დაკავშირებით ერდოღანის მიმართვა გაავრცელა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

ანკარამ ტერაქტთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვა გავრცელა.
“ეს ტერორისტული აქტები, მიმართული ჩვენი ერის ერთობის და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ, პირიქით, მხოლოდ გვაერთიანებს ამ ბოროტ ძალებთან საბრძოლველად. არ იხილება თურქეთის კანონიერი უფლება თავდაცვის შესახებ. ჩვენ ჩვენს უფლებას გამოვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როცა ამას ჩავთვლით საჭიროდ” – ნათქვამია განცხადებაში.
“ძალები, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, ცდებიან იმაში, რომ ამით ჩვენი სამართლიანი პოზიციის შეცვლას შეეცდებიან განვითარების გზაზე. ყოველი გმირი, რომელმაც სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირა, იმის მაგალითია, რომ თურქეთი ერთიანი და განუყოფელია და ჩვენი დროშა არასდროს დაეშვება” – ამბობს განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიბელორუსია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის მიერ ვიზების შემოღებაზე
შემდეგი სტატია(ფოტო)თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად ხე წაიქცა