ანიტა რაჭველიშვილი – ამ კრიმინალური მთავრობის ადგილი ციხეშია

“საქართველოში ყველას გვაქ აზრი რეალურ დროში მომხდარ რეალურ მოვლენებზე და ამ აზრის გამოხატვის უფლება მეც მაქვს, გინდათ დამეთანხმეთ და გინდათ შემეწინააღმდეგეთ. ზრდილობის, ცივილურობის და ერთმანეთის პატივისცემის ფარგლებში! თუ ზრდილობა დედამ არ გასწავლათ მაშინ თავი შეიკავეთ რამეს წერისგან! ცუდი სიტყვა ისევ მთქმელს უბრუნდება ყოველთვის და მას აზიანებს!

მე არასდროს არ წავალ პოლიტიკაში რადგან მე ხელოვანი ვარ,ხელოვანი რომელსაც უყვარს სიგიჟემდე თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე. მიყვარხართ ჩემებო

პ.ს წულუკიანს და მის კრიმინალ კოლეგებს ბოდიშებს არ ვუხდი ამით! ისევ ისე მიმაჩნია რომ წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილია ციხეში. ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! ასევე ინტრიგნების და ვიღაცისტების საყურადღებოდ! არც ქოცი და არც ნაცი ვყოფილვარ არასდროს,თუ ილუზიაში ცხოვრობდით,გირჩევთ თქვენს პიზიციებსაც გადახედოთ და რეალურად შეაფასოდ რა დღეში ვართ დღეს წინა თუ აქტუალური მთავრობის გამო.

მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! “საქართველოისტი” ვარ…” – საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშილი Facebook-ზე ღია წერილს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო
შემდეგი სტატიატიკარაძე – „ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა