ანაკლიის პროექტი – შეთანხმება ვერ ხერხდება- ორგანიზაციები 8 პუნქტიან მოთხოვნას აყენებენ

ანაკლიის პორტის პროექტი და კომერციული რისკების დაზღვევა – საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება. პროექტის მშენებლობისათვის საჭირო ასეულობით მილიონი დოლარის გამოსაყოფად საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციები 8 პუნქტიან მოთხოვნას აყენებენ.

მთავრობის წევრების თქმით, კომერციული რისკების დაზღვევაში სახელმწიფო ვერ შევა. ინფრასტრუქტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე შეუთანხმებლობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების გადავადების მიზეზი გახდეს.

„მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის, რაზეც არის მიღწეული სამივე მხარეს შორის არის ის, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს ამ პროექტის მიმართ და უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ პროექტში და შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა ​დავუახლოვოთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად, გვაქვს შეთანხმება მიღწეული.

ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მოლაპარაკების საგნად და მთავარი აქ არის ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს სწორედ, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის ის პოზიცია, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან და კონსორციუმთან იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება მოსწავლეებს შორის – 51-ე სკოლის დირექტორი პირველ განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატიანათია თურნავა ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხზე არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას