„ანაგვიანებ იუსტიციის საბჭოს აურას” – ხმაური და დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გრძელდება. კოლეგები იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოითხოვდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში ბოლო საკითხებადაა მითითებული, უფრო ზემოთ ამოწეულიყო.

ეს არგუმენტი საბჭოს მოსამართლე წევრებმა არ გაიზიარეს და კამათი ჩხუბში გადაიზარდა. მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძე გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მას სხდომის ჩაშლა სურდა.

„ანაგვიანებ იუსტიციის საბჭოს აურას. აბა თქვენი გამოსვლა, თქვენი აზრით, ზრდილობიანია? ისაუბრეთ საკითხებზე, საქმეზე, ნუ ანაგვიანებთ იუსტიციის საბჭოს აურას. ისაუბრეთ იმაზე, რომ ხალხი აქ არის მოსული იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ბატონო სერგო, სანამ არ ისწავლით მომართვას ზრდილობიანად, მანამდე იქნებით ჩუმად. თითებით ელაპარაკეთ თქვენს კოლეგებს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როდიდან დაიწყება 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი.

banner
წინა სტატიაში„ქარვასლაში“ გამნაღმველები მუშაობენ
შემდეგი სტატიატოლსტოი – მსოფლიო რუკაზე არსებობს ორი ბოროტი ინვალიდი თავიანთი ტერიტორიების ნაწილის გარეშე – შეუმდგარი სახელმწიფოები საქართველო და უკრაინა