ანა ფოტიგა: პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ მან პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.

ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ადამიანის და პატიმრის უფლებების დაღრღვევას აქვს ადგილი და რომ მას ისე ექცევიან, როგორც პოლიტიკურ პატიმარს.

“პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს. ოთხშაბათს, თბილისში, ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს”, – წერს ანა ფოტიგა ტვიტერზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა