ანა ნაცვლიშვილის განცხადება

“დღეს ვესაუბრე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ირენ ფელინს და ასევე ალექსანდრ ვინნიკოვს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს.

ვისაუბრე როგორ მძიმე სოციო-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოში უწევთ თავის გატანა ომით დაზარალებულ ქალებს და მათ ვინც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს.

ვისაუბრე ჰიბრიდულ ომზე, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და რომლის მთავარი სამიზნე არის ევროატლანტიკური კურსი. ვუთხარი, რომ ამ ჰიბრიდული ომის ნაწილია ის რუსული კანონპროექტიც, რომლის განხილვასაც რამდენიმე საათში იწყებს პარლამენტი.

ასევე ვისაუბრე რას ვაკეთებთ ლელო 12 პუნქტის შესასრულებლად, მიუხედავად ხელისუფლების დამაზიანებელი ნაბიჯებისა და რომ კანდიდატის სტატუსი გვჭირდება პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.” – ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის ქალი მძღოლის მოსამზადებელ კურსებზე მსურველთა მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიასოლოვიოვი ბერლინის ასაღებად მიდის (ვიდეო)