ანა ნაცვლიშვილი – ოპოზიციამ ტესტი ჩააბარა

ოპოზიციამ ტესტი ჩააბარა – მან აჩვენა, რომ ნორმალური ვითარებაში შეგვიძლია, მკაფიო პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, “ქართულ ოცნებასთან ერთად, ერთ სივრცეში ვიმუშაოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტზე მსჯელობა გრძელდება.

მისივე თქმით, ხელისუფლებამაც აჩვენა, რომ ეს შეუძლია, “თუმცა პროცესს მეტი ხარისხის პოლიტიკური ღიაობა და პოლიტიკური ნება არ აწყენდა“. სიტყვით გამოსვლისას ნაცვლიშვილმა იმ საარჩევნო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

“მაგალითად, არ არის მიღწეული ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის ბოლომდე გამჭვირვალე და დამზღვევი მექანიზმი. პრობლემად რჩება კონსენსუსის არარსებობა 40%-იან ბარიერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ ახალი მექანიზმი საკონსულტაციო ჯგუფის სახით უფრო ფორმალური ხასიათისაა, ვიდრე არსებითი ძლიერი დასაყრდენი მექანიზმი. პრობლემად რჩება ქალთა მონაწილეობის მიმართულებით გადადგმული ძალიან ცუდი ნაბიჯი. ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა პროცესი დააზიანა. როცა შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ კონსენსუსისთვის, მეტი უნდა გავაკეთოთ და პროგრესი პრობლემებით არ უნდა დავჩრდილოთ. თუ მოვინდომებთ მეტი შეგვიძლია!“, – მიმართა პარლამენტს ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯანმო-ს მეცნიერი – „დელტა“ ვარიანტი სულ მცირე ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – „საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით კრიზისის აღმოფხვრის პროცესი დაიწყო“