ჯანმო-ს მეცნიერი – „დელტა“ ვარიანტი სულ მცირე ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი

ჩვენ გვაქვს კორონავირუსის ოთხი ე.წ. „შემაშფოთებელი ვარიანტი“ : „ალბა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტა.“ „დელტა“ ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, შეიძლება მსოფლიოში კორონავირუსის დომინანტური შტამი გახდეს, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში გვქონდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინების უმეტესობა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია, ამიტომ აუცილებელია, ვაქცინაციის მაჩვენებელი რაც შეიძლება მაღალი იყოს.

„კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინის უმეტესობა, რომელსაც დღეს მსოფლიოში ვიყენებთ, ეფექტურია, სულ მცირე, დაავადების რთული ფორმების პრევენციის კუთხით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

სუმია სვამინატანის თქმით, ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, დაინფიცირებული პირების იზოლირება, ტესტების ჩატარება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – ჩემთვის ზუსტად გასაგები არ არის, კონკრეტულად რას ედავებიან „ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – ოპოზიციამ ტესტი ჩააბარა