ანა ნაცვლიშვილი “ოცნებას” ურჩევს არასამთავრობო სექტორის დაფინანსების თემის პერიოდულად წამოწევის ნაცვლად, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაში ჩაიხედოს

“ქართულმა ოცნებამ” მის მიერ შექმნილ “გონგოებს” მიხედოს და საკუთარი დაფინანსების გაუმჭვირვალობასაც თუ შეხედავენ, უკეთესი იქნება, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ანა ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებას” ურჩევს არასამთავრობო სექტორის დაფინანსების თემის პერიოდულად წამოწევის ნაცვლად, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაში ჩაიხედოს.

“იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს წარმოადგენენ, გამჭვირვალეობის პრობლემა არ აქვთ, მათი ფინანსები, თითოეული თეთრი საიდან შემოდის და რაში იხარჯება საჯაროა და ყველას ვებ-გვერდზე უდევს. გარდა ამისა, მათი საქმიანობა ექვემდებარება აუდიტს, მაგალითად, საია-ში ყოველწლიურად ვაკეთებდით აუდიტს, რომ თითოეული თეთრის ხარჯვა ყოფილიყო მიზნობრივი და ეფექტიანი. გარდა ამისა, ყველა სერიოზული დონორი, ვინც ფულს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ უწევს ფინანსურ აუდიტს. ასე რომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური შიში არ აქვთ, უფრო იმათ, ვინც “ქართული ოცნების” მიერ არიან შექმნილი, ამიტომ თავის მიერ შექმნილ „გონგოებს“ მიხედონ და საკუთარ დაფინანსებას და მის გაუმჭვირვალობას თუ შეხედავენ, უკეთესი იქნება,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაჭიროა EU-ს სანქციების მე-8 პაკეტი, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული – ზელენსკი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება” საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის