ანა ნაცვლიშვილი : “ეს არ იყო სამაგალით არჩევნები, ხარისხი გაურესებულია”

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საია არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 500-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.

„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლების არჩევნებთან შედარებით, არის გაუარესებული და ეს ნათელია. ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე საყურადღებო დარღვევები დაფიქსირდა. ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი არაერთ შემთხვევაში ძირითადად უბნის გარე პერიმეტრზე უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა, რაც ძალადობრივ მოვლენებში გამოიხატებოდა. დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგებზე და მნიშვნელოვან ზიანი მიაყენა კენჭისყრის დღის მთლიან სურათს“, – განაცხადა ანა ნაცლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(Video) პრეზიდენტი : ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი : “ბრძოლა არ დამთავრებულა, მე არ ვეგუები ამას”