ანა ნაცვლიშვილი – დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

„არ ვაპირებთ, ამ ყალბ მოტივებს ლეგიტიმაცია მივცეთ. როცა ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჟვანიასთვის ბოდიშია მოსახდელი და ახლა კომისიას ამუშავებენ, ნათელი დადასტურებაა, რომ ეს კომისია ყალბი მოტივებით არის შექმნილი“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პრეცედენტი არ არსებობს, როცა არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანილი ძალა თავის თავს იძიებს.

„ამიტომ თავის თავთან მარტო დარჩნენ და თავიანთი დანაშაული იძიონ. სანდოობა კომისიას არ აქვს. ახლა რატომ არ შევდივართ? ფარსი და ყალბი მოტივებით შექმნილია, იქ შესვლა იქნება იმ ფარსის ლეგიტიმაცია და ამის არანაირი სურვილი არ არსებობს. ის შეთანხმება, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა, გულისხმობს ამბიციური საარჩევნო რეფორმის გატარებას და რა ლოგიკაა იმაში, რომ ქვეყანას სჭირდება ამბიციური საარჩევნო რეფორმა და მეორე მხრივ, ქვეყანაში კარგი არჩევნები ჩატარდა? მაშინ, ამბიციური საარჩევნო რეფორმა რატომ არის საჭირო?“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც გავაგრძელებთ
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე – დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით