ანა გომესი: მედია თავისუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად შესაძლოა იყოს განსხვავებული გზები

ევროპული სადამკვირვებლო მისიებმა, რომლებმაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასეს, მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანა გომესმა განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესი მედიათავისუფლების გარეშე არ იქნება:

“მედიაპლურალიზმს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ზუსტად ამიტომ ავღნიშნეთ ანგარიშში, რომ არ იქნება დემოკრატიული პროგრესი მედიათავისუფლების გარეშე. ამიტომაც ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ ასპექტს, რომელიც როგორც ვიცით, არა მარტო ოპოზიციონერისთვის, არამედ ბევრი ადამიანისთვის შეშფოთების საგანია. ბევრი ადამიანი ახალ ამბებს რუსთავი 2-ისგან იღებს. საინფორმაციო თავისუფლება არის საქართველოში დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევების ცენტრალური ნაწილი. მითუმეტეს, რომ შესაძლოა იყოს განსხვავებული გზები მისთვის ძირის გამოსათხრელად. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის, უნდა ვნახოთ რა მოხდება.” განაცხადა ანა გომესმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე საკადრო გადაწყვეტილებების საკითხზე კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს
შემდეგი სტატია“ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებენ ბავშვებს”- ჯეჯელავა სასწავლო პროცესის ხარვეზებზე