ანა დოლიძე – ჩვენ ვხდებით მოწმეები, როდესაც მოსამართლეები გადადიან ყველანაირ ზღვარს

ჩვენ ვხდებით მოწმეები, როდესაც მოსამართლეები გადადიან ყველანაირ ზღვარს, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დამოუკიდებელი ასოციაცია, ყველა პირი, რომელსაც შეხება აქვს სასამართლოსთან, უნდა დადგეს ძალიან პრინციპულ პოზიციაზე, უარი თქვას ამ ტიპის მოსამართლეთა მართლმსაჯულებაზე.

,,ჩვენ მომსწრე გავხდით რამდენიმე დაუშვებელი შემთხვევის, როდესაც მოსამართლეები, მაგალითად: მოსამართლე გვრიტიშვილი ღიად ემუქრება ადვოკატთა ასოციაციას მის მიერ დაკავებული პოზიციის გამო. ეს მუქარა ძალიან რეალურია, რადგან ადვოკატთა ასოციაციას ძალიან ბევრი წარმოება აქვს სასამართლოში. ჩვენ ვხდებით მოწმეები, როდესაც მოსამართლეები გადადიან ყველანაირ ზღვარს. ისინი ემუქრებიან შურისძიებით, დასჯით, რომ ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებელ და პრინციპულ პოზიციას გავლენა ექნება მათ მდგომარეობაზე. საბოლოოდ, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველა დამოუკიდებელი ასოციაცია, ყველა პირი, რომელსაც შეხება აქვს სასამართლოსთან, უნდა დადგეს ძალიან პრინციპულ პოზიციაზე, უარი თქვას მიიღოს აი, ამ ტიპის მოსამართლეთა მართლმსაჯულება,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშისულ სიჯიუტე, არავის გათვალისწინება, მეუხერხულება – ლევან გოგიჩაიშვილი
შემდეგი სტატია„ენგურჰესის“ დირექტორი – ხვალიდან აფხაზეთში დენის მიწოდება გრაფიკით განხორციელდება